საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალექსანდრე ტაბატაძე და თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 10 ოქტომბერი 2025
ალექსანდრე ტაბატაძე და თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდნენ

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის 2025-2026 სასწავლო წლის პროგრამის და თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსის მონაწილეებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს გაეცნენ.


ალექსანდრე ტაბატაძემ ქართველ ოფიცრებს „თავდაცვის კოდექსის“ ახალი რედაქციის ფარგლებში დანერგილი სიახლეები გააცნო და ყურადღება ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის ახალ მიდგომებზე გაამახვილა.


მისი თქმით, რეფორმის შემდეგ, რომელიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის წესის ცვლილებას შეეხება, სამხედრო სამსახურის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება.

 

შეხვედრაზე ალექსანდრე ტაბატაძემ თავდაცვის სამინისტროსთან და თავდაცვის ძალებთან არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი თავდაცვის უწყებასთან მჭიდრო კოორდინაციაშია და კომიტეტის წევრები სამხედრო ნაწილებში პერიოდულად ეცნობიან თუ როგორ ტარდება თეორიული და პრაქტიკული სამხედრო სწავლებები.


ალექსანდრე ტაბატაძემ ქვეყნის წინაშე გაწეული საქმიანობისთვის ქართველ ოფიცრებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R