საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

მედია და საზოგადოება 01 Aug 2025
ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„დღეს მნიშვნელოვანი თარიღია, ათი წელი გავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან. დღეს საქართველოს ჰყავს კარგად მომზადებული და აღჭურვილი, თანამედროვე ტიპის სპეცსამსახური, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც ეროვნული, ისე რეგიონული უსაფრთხოების მაღალ დონეს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებთან ბრძოლის მიმართულებით, რაც არაერთხელ დაუფიქსირებიათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ოკუპაციის თანმდევ პროცესებზე რეაგირების კუთხით. ის რომ, დღეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების პირობებში, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარების სწრაფ ტემპს, მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა.

მინდა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სახელით მივულოცო პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა. ამასთანავე, ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული თანამშრომლების წინაშე“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R