საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანრი ოხანაშვილი: მთელი ერი, საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ იმ ღირებულებებზე, რა ღირებლებებითაც აქამდე მოვედით. ამ ღირებულებებს ჭირდება დაცვა და განმტკიცება

მედია და საზოგადოება 23 Apr 2024
ანრი ოხანაშვილი: მთელი ერი, საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ იმ ღირებულებებზე, რა ღირებლებებითაც აქამდე მოვედით. ამ ღირებულებებს ჭირდება დაცვა და განმტკიცება

„მთელი ერი, საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებებითაც აქამდე მოვედით, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს და ამ ღირებულებებს სჭირდება დაცვა და განმტკიცება. ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას. შეიძლება ერთი მხრივ უცნაურადაც ჟღერდეს, რომ საქართველოში გვიწევს ამ საკითხებზე საუბარი, თუმცა ჩვენი მორალური ვალი, პოლიტიკური ვალდებულება და პასუხისმგებლობაა ჩვენს ხალხს, საზოგადოებას ვესაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება ყოველთვის არ ჩანდეს დახურულ კარს მიღმა", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ამბროლაურში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.


მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ტრადიციებზე და სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც ოჯახური ღირებულების საკითხს განსაკუთრებით განამტკიცებს და ქორწინებას უკავშირებს ჯვრისწერის საიდუმლოებას.


„თუმცა საზღვარგარეთ არის ტენდენციები, მიდგომები, რომელიც ამ საკითხის გადახედვას ითვალისწინებს და უკვე გავრცელებულია ტენდენცია, რომ მიმართვა „ქალაბატონებო და ბატონებო“ ითვლება დისკრიმინაციულად“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მისი თქმით, ეს კატეგორიულად დაუშვებელია. თუმცა ეს იდეოლოგია იმდენად მზარდია, რომ საჭირო გახდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და ამის თაობაზე საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა.


„საზღვარგარეთ ქვეყნები გამოწვევის წინაშე დგანან, მაგალითად იქ გამბედაობად ითვლება იმის ხსენება, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი. დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ამ გაბედულ გამონათქვამს ტაშის კვრით მიესალმნენ. ის, რაც არის ბუნებრივი, ამის სიმართლის თქმას დღეს გამბედაობა სჭირდება. თქვენ უნდა იყოთ საქმის კურსში და ჩვენ, მთელი ერი, საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებებითაც აქამდე მოვედით, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს და ამ ღირებულებებს სჭირდება დაცვა და განმტკიცება. ეს არის მძლავრი ტენდენცია, ძალიან დიდი ოდენობის თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხის პროპაგანდის მხარდაჭერისთვის. ჩვენი მიდგომაა, რომ ეს დაუშვებელია, კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი მიზანია იმას დავუპირისპირდეთ, რაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება ხელოვნურობით და ამ საკითხებზე თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R