საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანზორ ბოლქვაძე შუახევის მუნიციპალიტეტში საპენსიო ჯილდოზე წარდგენილ პედაგოგებს შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 09 ოქტომბერი 2019
ანზორ ბოლქვაძე შუახევის მუნიციპალიტეტში საპენსიო ჯილდოზე წარდგენილ პედაგოგებს შეხვდა

ანზორ ბოლქვაძე მასწავლებელთა საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, საპენსიო ჯილდოზე წარდგენილ და ახალდამწყებ პედაგოგებთან შეხვედრას დაესწრო. 

ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროს და შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც ახალდამწყები, ისე დამსახურებული მასწავლებლები. 2019-2020 სასწავლო წელს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ინწკირვეთის, ბრილის, გოგაძეების, წაბლანის საჯარო სკოლებიდან სასწავლო პროცესი დატოვა და ჯილდოს მიღებაზე თანხმობა განაცხადა 63 პედაგოგმა. ამის შემდეგ სკოლებმა 21 მასწავლებლის სახით ახალი შევსება მიიღო.

„დღეს მომეცა საშუალება მოვეფერო ამ დიდებულ ადამიანებს, ახალდამწყებ მასწავლებლებს წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საპასუხისმგებლო საქმეში, საპენსიო ჯილდოზე წარდგენილ, ჩვენს ღვაწლმოსილ მასწავლებლებს მინდა მოკრძალებული მადლობა გადავუხადო იმ ფასდაუდებელი შრომისა და დამსახურებისათვის, რაც მათ წლების განმავლობაში უანგაროდ, დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით გაუწევიათ თაობების ინტელექტუალური თუ პიროვნული ჩამოყალიბებისათვის“, - განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ბოლქვაძე, რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R