საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ გორდულაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 11 ნოემბერი 2025
არჩილ გორდულაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა.


​შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე ისაუბრეს.


არჩილ გორდულაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.


​მისივე განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.


„როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე, ჩვენი საკანონმდებლო სივრცე, თანხვედრაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, რასთან დაკავშირებითაც არაერთ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოსაც მიღებული აქვს გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.


როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მმართველი გუნდის პოზიციები გააცნო.


„მზად ვართ, რომ ჩვენი პოზიცია და ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ ყველას, ვისაც შეიძლება, რომ რაიმე კითხვა ჰქონდეს მიღებულ გადაწყვეტილებებსა თუ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R