საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით მათიკაშვილმა ბალტიის ასამბლეას სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 25 Nov 2023
დავით მათიკაშვილმა ბალტიის ასამბლეას სიტყვით მიმართა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ბალტიის ასამბლეა და ბალტიის საბჭოს შეხვედრები გაიმართა.


​სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა სიტყვით მიმართა ასამბლეის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ბალტიის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით.


„მივესალმებით ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ბალტიის ქვეყნების მყარი მხარდაჭერის იმედი გვაქვს,” - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.


​საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა უკრაინაში მომდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს მიერ უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე.

 

დავით მათიკაშვილმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული ვითარებისა პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით, საქართველო ახერხებს ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა და ხელშესახები წარმატება სხვა და სხვა მიმართულებით.


მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობას და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.


ღონისძიებას ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საპარლამენტო დელეგაციების გარდა, ესწრებოდნენ ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მოწვეული მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა პარტნიორი ევროპული ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R