საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით მათიკაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 11 Jan 2024
დავით მათიკაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების, ბიუროს და სესიის მუშაობაში.


შეხვედრები ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. შეხვედრებში უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


სესიაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები.


დავით მათიკაშვილმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.


„სამხედრო გაძლიერების პარალელურად, რუსეთმა გააფართოვა მცდელობა, რომ ოკუპირებული რეგიონების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სასამართლო და სხვა სფეროები რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქციოს. მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იტაცებენ და უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა, მათ შორის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან მთლიანად ამოღებულია ქართული ენის სწავლება და სხვა ფაქტები, რომლებიც აძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიების აქტიურ რუსიფიკაციას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.


საკუთარ გამოსვლაში დავით მათიკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.


​დავით მათიკაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და უკრაინასა და მოლდოვას გაწევრების მოლაპარაკების დაწყება მიულოცა.


​2024 წელს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას აზერბაიჯანი უხელმძღვანელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R