საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტზე მოხსენებით წარდგა

მედია და საზოგადოება 09 ივლისი 2024
დავით სონღულაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტზე მოხსენებით წარდგა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტზე მოხსენებით წარდგა.


საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები მონაწილეობას იღებენ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე ყოველწლიურ სესიაში, რომელიც 8 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. სხდომა კანადის სენატის თავმჯდომარემ რეიმონდ განიემ და თემთა პალატის თავმჯდომარემ გრეგ ფერგასმა გახსნეს. პლენარული სესიის გენერალური დებატების მთავარ თემას „ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი“ წარმოადგენდა.


როგორც სიტყვით გამოსვლისას დავით სონღულაშვილმა განაცხადა, დღეს მსოფლიო ტექნოლოგიური ცვლილებები დიდი სისწრაფით მიმდინარეობს. მისი გავლენა ყველგან და ყველა სფეროში თვალშისაცემია, რამაც ფაქტობრივად, ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა, ამასთან ერთად გაამარტივა, დროში უფრო მოქნილი და სწრაფი გახადა.


„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ამოცანებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ ხელოვნური ინტელექტი განისაზღვრა, რადგან ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე და მის ეფექტურ განვითარებაზე საუბარი ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში იქმნება კომპეტენციის ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ყველა სექტორში. ასევე, მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, როგორც ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულების სტარტაპების მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტის გზების მოძებნას მათი საჭიროებებიდან თუ გამოწვევებიდან გამომდინარე, ასევე ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიასა და ეროვნული ხედვის ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე. ვფიქრობ, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები თანაბრად უნდა სარგებლობდნენ იმ სიკეთეებით, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოაქვს. ჩვენი ქვეყანა მზად არის იყოს იმ გლობალური პროცესების თანამონაწილე, რაც ტექნოლოგიურ სფეროში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


სესიაზე, დელეგატებმა მოისმინეს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ლუის მუშიკივაბოს მოხსენება.

სესიის პლენარულ სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია „დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ’’.


სესიას ესწრებოდა 350 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან და ასევე 13 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები.


აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა, საქართველოს შესაძლებლობა აქვს ყოველ წელს ორი შერჩეული სტუდენტი სრული დაფინანსებით გააგზავნოს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R