საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე პროექტის - „მოქალაქეთა მობილობის ხელშეწყობა ფრანკოფონურ სივრცეში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 25 აპრილი 2024
დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე პროექტის - „მოქალაქეთა მობილობის ხელშეწყობა ფრანკოფონურ სივრცეში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, პროექტის - „მოქალაქეთა მობილობის ხელშეწყობა ფრანკოფონურ სივრცეში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
 
პროექტში სტუდენტების მობილობის ხელშეწყობაზე გამახვილდა ყურადღება. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ინიციატივით ასამბლეამ გასულ წელს, თბილისში რიგით 48-ე სესიაზე დაიწყო.
 
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ასამბლეა გეგმავს მომდევნო წელს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააფართოოს.
 
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის აქტიური ჩართულობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, მიმდინარე წლის ივლისში, კანადაში, ასამბლეის ყოველწლიური სესიის პარალელურად, ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
 
სხდომაზე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გასული წლის აქტივობების შესახებ ანგარიში მოისმინეს. ასევე გაეცნენ ასამბლეის 2024 წლის სამოქმედო გეგმას. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი დავით კაჭარავა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R