საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დეპუტატებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

მედია და საზოგადოება 24 Mar 2023
დეპუტატებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

 

„გასული წელი საკმაოდ რთული იყო. უკრაინაში განხორციელებული რუსეთის აგრესიის გამო, ვერ მოხერხდა საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ჩატარება, თუმცა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კომიტეტების შეხვედრები გაგვემართა და შემდგომ ბიუროს ფორმატში გვემუშავა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ისაუბრა თებერვალში საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების შეხვედრების შესახებ, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკაში, ერევანში გაიმართა, სადაც კომიტეტების ფარგლებში მომზადებული ანგარიშებია განხილული. 


აღინიშნა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიში საქართველოს დელეგაციის წევრის, მაია ბითაძის თანაავტორობით შემუშავდა.

 

თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ერევანში გამართული შეხვედრები დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად იძაბებოდა და შესაბამისად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით, კერძოდ, ასამბლეის თანათავმჯდომარეების - მაკა ბოჭორიშვილის და ანდრიუს კუბილიუსის ინიციატივით, შემუშავდა ბიუროს განცხადების ტექსტი, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა გასული წლის განმავლობაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მუშაობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარება და გამოწვევები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R