საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში განიხილეს

მედია და საზოგადოება 07 Nov 2025
დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში განიხილეს
 
დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში განიხილეს.
 
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საანგარიშო პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდა 7.7%, წლევანდელი ბიუჯეტი კი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. მისივე თქმით, 2025 წლის სექტემბერში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 4.8% შეადგინა, ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 3.0% დონეზეა (12 თვის საშუალო). ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ფაქტორებზე საუბრისას ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ცხრა თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 18 545.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.1%-ით მეტია.
 
მისივე თქმით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 5 326.9 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 5.6%-ით მეტია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 4 307.1 ათას შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7.9 პროცენტით მეტია.
 
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 637.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია გასული წლის 9 თვის მაჩვენებელზე.
 
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს 2025 წლის იანვარ-სექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში 21 032 321.1 ათასი ლარია მობილიზებული, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.8%. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში მობილიზებულია 17 767 102.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.5%.
 
მომხსენებელმა დეპუტატებს უწყებების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯვის მონაცემები გააცნო.
 
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 144 მილიონ ლარამდე აითვისა და შესრულების მაჩვნებელი 88%-მდეა, სპორტის სამინისტროს ათვისებული აქვს 240 მილიონზე მეტი და შესრულების მაჩვენებელი - 96%-ია, ხოლო კულტურის სამინისტრომ 175 მილიონ ლარამდე აითვისა და შესრულების მაჩვენებელი - 73%-ია. სპორტის სამინისტროს მიმართულებით, სავარაუდოდ, დაგვჭირდება გარკვეული ცვლილებები და თანხის დამატება, იმისთვის, რომ სხვადასხვა ფედერაციებთან მიმართებაში არსებული ვალდებულებები დაფინანსდეს. კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით მოგვიწევს პროექტებს შორის თანხების გადანაწილება და გარკვეული ვალდებულებების შესრულება. საბოლოო ჯამში, 9 თვის მთლიან შესრულებასთან დაკავშირებით პროცესი ნორმალურად მიდის, თუმცა რიგ პროექტებში შესაძლოა იყოს თანხების აუთვისებლობა. ამიტომ, ნოემბრის ბოლოს გარკვეულ ცვლილებებს წარმოვადგენთ, რომლითაც პროექტებსა და პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება მოხდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
 
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.
 
დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს.
 
 
 
 
 
 
 
 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R