საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა ჭიჭინაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 08 Oct 2025
ეკა ჭიჭინაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა ჭიჭინაძემ და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშოტ სმბატიანმა.

შეხვედრაზე სომხეთის ელჩმა საქართველოში გამოფენის ორგანიზებასთან დაკავშირებით ინიციატივა გამოთქვა. მისი თქმით, გამოფენა ქართველი და სომეხი არტისტების - სოფიკო ჭიაურელისა და ფრუნზიკ მკრტიჩიანის შემოქმედებას მიეძღვნება. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ორივე არტისტის საზოგადოებისთვის უცნობი, უნიკალური ფოტოები, რომლებიც მათი შემოქმედებითი ცხოვრების საინტერესო მომენტებს ასახავს.


კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ინიციატივისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები კულტურისა და ხელოვნების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები. აღინიშნა, რომ ერთობლივი პროექტები კულტურულ დიალოგს და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R