საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 28 May 2026
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა კანონპროექტებზე იმსჯელეს, რომლებსაც პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს.

სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება ან/და გამწვანების კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შემცირება განხორციელდეს. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების განსხვავებული პირობებით, სამშენებლო დოკუმენტაცია დამტკიცდეს. საჯარო დაწესებულებებს ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება 2035 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მუხლობრივად მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ უცვლელი შინაარსით არის წარმოდგენილი, თუმცა, მუხლების ნაწილი იურიდიული, ტექნიკური თვალსაზრისით გასწორდა. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლება ერთიდან ორ წლამდე ეზღუდებათ იმ ეკონომიკურ ოპერატორებს, რომლებიც „შავ სიაში“ იქნებიან შეყვანილი. აღნიშნული აკრძალვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელსა და პარტნიორზეც.

სხდომაზე კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივები - „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით წარადგინა. მისი თქმით, ამ კანონპროექტებში პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნები აისახა და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გასწორდა. კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. ასევე, ცვლილებებით მოწესრიგდება რისკის შემცველ მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხები და ტერმინოლოგია. ამასთან, კანონპროექტით ხელახლა განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო ნორმები, რაც სამართლიანობის, პროპორციულობის და ეფექტიანობის პრინციპებს ეფუძნება. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ კანონპროექტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R