საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 08 ივნისი 2026
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ, წარმოდგენილ რედაქციაში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები სრულად აისახა.

მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად კოდექსში რიგი პუნქტები გაუქმდა, ასევე პროექტს ახალი ჩანაწერები დაემატა, რომლითაც არსებული პუნქტები დაზუსტდა.

 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთებით არის განპირობებული.

 

თამარ იოსელიანმა კომიტეტს „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მუხლობრივად გააცნო და განაცხადა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ტექსტის რედაქცია კომიტეტს უცვლელად, შესწორებების გარეშე წარედგინა.

 

კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მეორე მოსმენით წარადგინა.

 

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა აღნიშნა, წინა სასესიო კვირაში პარლამენტმა უკვე მიიღო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელშიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილება გაიწერა - შემსყიდველ ორგანიზაციას იმ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შეეძლება, რომლის დამფუძნებელი ან მმართველ რგოლში შემავალი პირი ცალკეულ დანაშაულშია მხილებული.

 

ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს იგივე ჩანაწერის კანონპროექტში შეტანა შესთავაზა, რაც კომიტეტმა გაიზიარა.

 

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ასევე მეორე მოსმენით „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი უცვლელი რედაქციით წარადგინა.

 

სხდომაზე კომიტეტის წევრები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში ორ სხვადასხვა ცვლილებას გაეცნენ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინეს.
კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებით, მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილ რედაქციაში შინაარსობრივი ცვლილებები არ განხორციელებულა და კანონპროექტებში მხოლოდ იურიდიული ტერმინოლოგია დაიხვეწა.

 

სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R