საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მედია და საზოგადოება 22 ივნისი 2026
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო.

 

სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ წარადგინა.

 

მისი თქმით, სამსახური რამდენიმე კანონზეა აღმასრულებლად განსაზღვრული და მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს 6 დეპარტამენტში დასაქმებული 190 თანამშრომელი ახორციელებს.

 

მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2025 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე ზედამხედველობის ფარგლებში, 7111 ინსპექტირება განხორციელდა, საიდანაც 3709 ობიექტი პირველად შემოწმდა.

 

„შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის შედეგად, 42 ათასამდე დასაქმებული პირის ინსპექტირება ჩატარდა და 25 ათასამდე მითითება გაიცა. სულ 25 ათასამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. გაზრდილი ინსპექტირებების ფონზე, მნიშვნელოვნად - 38%-ით არის შემცირებული ადმინისტრაციული სახდელის სახედ ჯარიმის გამოყენების შემთხვევები“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

 

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელს ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობა 46%-ით შემცირდა. მომხსენებელმა განმარტა, რომ წინა წლებთან შედარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნად შემცირდა ის დარღვევები და გადაცდომები, რაც შრომით ურთიერთობებს უკავშირდება.

 

ბექა ფერაძემ კომიტეტის წევრებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები გააცნო.

 

მან აღნიშნა, რომ 2025 წელს 224 ინსპექტირება განხორციელდა, რომლის ფარგლებში პირველადად შემოწმდა 188 ობიექტი. ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე 62 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. რაც შეეხება შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებას, სამსახურის უფროსის განცხადებით, ინსპექციის სამსახურის მიერ 233 ინსპექტირება განხორციელდა და არაგეგმიურად 132 ობიექტი/სამუშაო ადგილი შემოწმდა.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა. კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, სამსახურის ეფექტიანი საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა შრომით სივრცეებში ფატალური შემთხვევები.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები სხდომაზე „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს გაეცნენ.

 

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განმარტებით, ცვლილების მიზანს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, საკუთრებაში შენარჩუნება წარმოადგენს.

 

ცვლილების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში არსებული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის გასხვისება დაუშვებელი გახდება, თუმცა შესაძლებელი დარჩება შესაბამისი ქონების სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში შეტანა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა სრულად შეესაბამება ევროპის საუკეთესო გამოცდილებას და საერთაშორისო პრაქტიკას.

 

კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R