საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

მედია და საზოგადოება 22 Feb 2023
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, კიშინიოვში გამართულ სესიაზე, „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“ რეზოლუცია მიიღო.


ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი.


ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას  ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


„დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალი რეალობაა. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო ასამბლეამ მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი ამ პროცესს და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას,“ - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის პროექტის წარდგენისას. 


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის მიმართულებით შეაქვთ და ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ბიძგი მისცენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 2023 წლის 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.


საქართველოს პარლამენტიდან ასამბლეის მუშაობაში  მონაწილეობდნენ, დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, დეპუტატები - მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R