საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2026
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები.

 

კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

 

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვითი შეფასების სფეროსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რეგულაციების დაზუსტებას.

 

პროექტის თანახმად, იცვლება ცალკეულ სამართალდარღვევათა შემადგენლობები, ზუსტდება პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები და წესდება ახალი ადმინისტრაციული სანქციები გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის.

 

კანონპროექტით დგინდება შესაბამისი გაფრთხილების, ჯარიმისა და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში გაზრდილი სანქციების მექანიზმები.

 

კომიტეტის სხდომაზე თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს კანონების გარკვეული მუხლების ძალაში შესვლის თარიღის ერთი წლით გადავადებას - 2026 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2027 წლის 1 სექტემბრამდე.

 

ზურაბ ეზუგბაიამ კომიტეტის წევრებს „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად წარუდგინა.
კანონპროექტის მიზანია სატყეო სექტორში არსებული სისტემური პრობლემების მოგვარება, ტყის დეგრადაციის შეჩერება და ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა.

 

პროექტი ითვალისწინებს ტყის დაცვის გაძლიერებას, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ახალი მოდელის დანერგვას, ასევე, ტყის რესურსებით სარგებლობის რეგულაციების დახვეწას.

 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუბრუნდება.

 

კანონპროექტის თანახმად, კოდექსში ჩნდება ტერმინი - ტყის ფიზიკური დაცვა (ტყის მცველი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების და გაძლიერების მთელ რიგ ღონისძიებებს.

 

კომიტეტის წევრებმა ასევე, მეორე მოსმენით განიხილეს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

 

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაინტერესებული პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ვადები, წესრიგდება ხარვეზის დადგენისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინების შეჩერების პროცედურები, ზუსტდება მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმების განხილვისა და შეთანხმების ეტაპები.

 

სხდომაზე ასევე განიხილეს „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, 21 761 ჰექტარზე ცივ-გომბორის ეროვნული პარკი შეიქმნება. ასევე, შეიქმნება - სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰექტარზე და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი 17 562 ჰექტარზე.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს უფლებამოსილებებს აღნიშნული დაცული ტერიტორიების მართვის მხრივ და აგრეთვე, თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულ საქმიანობებს.

 

ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და სიღნაღის აღკვეთილის მართვას სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

 

სახელმწიფო ტყის მართვას, რომელიც ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში შედის, კვლავ სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს.

 

აღნიშნული კანონიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის საფუძველზე ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება.

 

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R