საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

მედია და საზოგადოება 26 იანვარი 2026
გელა სამხარაული უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იშტვან იაკაბს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის, მეცხოველეობისა და მარცვლეული კულტურების წარმოების კუთხით.

 

„უნგრეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ჩვენ შევთანხმდით, რომ უნგრელი კოლეგები გაგვიზიარებენ ექსპერტულ ცოდნას საკანონმდებლო მიმართულებით, რათა მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირის კანონმდებლობას. თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ კუთხით ექსპერტების ჩართულობა და რჩევების გაზიარება ევროპული ქვეყნების მხრიდან“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება ასევე გამახვილდა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

„სასიხარულოა, რომ 80-მდე სტუდენტის გადამზადების შესაძლებლობა მოგვეცემა. განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეფიციტური პროფესიების სია შევადგინეთ და ვმუშაობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროფესიები კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს კვალიფიციური განათლების მიღებაში. შესაბამისად, აქტიურად ვითანამშრომლებთ უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებთან“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

 

შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა უნგრულ მხარეს საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

უნგრეთის დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი გუგუჩია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით შერაზადიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R