საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხახუბია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 20 აპრილი 2026
გიორგი ხახუბია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილეს დაესწრო.


გიორგი ხახუბიამ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურ ჩართულობას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს კანონმდებლობისა და არსებული რეგულაციების დახვეწაში.


„ჩვენი კომიტეტი აქტიურად მუშაობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი კანონმდებლობის ფორმირებასა და არსებული რეგულაციების დახვეწაზე, რათა მეტად ეფექტიანად მოხდეს ამ სფეროში არსებული საკითხების მართვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2023 წელს განხორციელებული რეფორმა, როდესაც მიღებულ იქნა ახალი კანონი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“. აღნიშნული ცვლილებები ემსახურებოდა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და სააგენტოს საქმიანობა ემსახურებოდა ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვას“, - განაცხადა გიორგი ხახუბიამ.


მან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს იუბილე მიულოცა და ასევე გადასცა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის მილოცვა, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და ვერ მოახერხა ღონისძიებაზე დასწრება.

 

საიუბილეო ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიმართეს, რომლებმაც სააგენტოს საქმიანობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


ღონისძიებაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სამედიცინო კლინიკების და ცენტრების ხელმძღვანელები და სააგენტოს დამსახურებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R