საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე და აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ

მედია და საზოგადოება 30 May 2025
გივი მიქანაძე და აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონში საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.


დეპუტატები 161-ე, 64-ე, მე-60, 195-ე და პირველ ექსპერიმენტულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრნენ, სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

„საქართველოს პარლამენტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აგრძელებს თბილისის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაცნობას. ჩვენ უკვე ვეწვიეთ საჯარო სკოლებს ნაძალადევის, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან შედეგებამდე მივალთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც აკაკი ალადაშვილი განაცხადა, თბილისის სხვადასხვა რაიონში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაცნობის პროცესი გაგრძელდება.


„საბურთალოს რაიონში 5 საჯარო სკოლას ვესტუმრეთ. გავეცანით, თუ რა გამოწვევები აქვთ მათ და ვიმსჯელეთ მათი გადაჭრის გზებზე. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ჰქონდეთ კარგი მომავალი და უსაფრთხო და კომფორტულ სკოლებში სწავლობდნენ“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

საბურთალოს რაიონის სკოლებში გივი მიქანაძესთან და აკაკი ალადაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები თამარ მახარაშვილი და გიორგი ჯინჭარაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R