საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ისკო დასენი აირჩია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 26 Dec 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ისკო დასენი აირჩია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უმრავლესობის კვოტით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ისკო დასენი აირჩია.

დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული დოკუმენტებით გათვალისწინებული მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელ პირად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი განსაზღვრა.

ბიუროს 2019 წლის 12 ივნისის N270/17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის სტრატეგია „მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში 2019-2030 წლებისთვის“ და „საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“. 

სხდომის დასასრულს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობისთვის. 

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას 2019 წლის ფარგლებში გაწეული მუშაობისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომიტეტის წევრებს, დიდი მადლობა მსურს გადავუხადო აპარატის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გაწიეს 2019 განმავლობაში იმისათვის, რომ კომიტეტი ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე ყველა იმ გამოწვევასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ გვქონდა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი, წარმატებული საქმიანობა შედგა კომიტეტის ფარგლებში 2019 განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელიც იქნება საინტერესო. იქნება გამოწვევები, თუმცა კომიტეტი მზად არის ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს კვალიფიციურად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
22 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
22 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R