საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 22 ივნისი 2026
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში და IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები განიხილა.


დოკუმენტები განსახილველად საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ წარადგინა.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარდაქმნისა და მდგრადი ზრდის პერიოდი იყო.


მისი ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსთვის საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულებამ 8.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 2.2 მილიარდი ლარით მეტია.


„აქტივების ზრდა განპირობებული იყო როგორც მონაწილეთა გაზრდილი საპენსიო შენატანებით, ასევე მაღალი საინვესტიციო შედეგებით. საანგარიშო პერიოდში, ინვესტიციებიდან მიღებულმა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს - 796 მილიონ ლარს მიაღწია, ფონდის დაარსებიდან დღემდე მიღებულმა საინვესტიციო ამონაგებმა კი 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მისი განცხადებით, 2025 წლის განმავლობაში სისტემაში 125 ათასზე მეტი ახალი მონაწილე გაწევრიანდა. წლის ბოლოსთვის რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 1.7 მილიონს გადააჭარბა, საპენსიო შენატანების ჯამურმა მოცულობამ კი 1.44 მილიარდი ლარი შეადგინა. 2025 წელს 11,367 პირზე გაცემული პენსიებისა და საპენსიო აქტივების მოცულობამ 62.8 მილიონი ლარი შეადგინა.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელი საინვესტიციო საქმიანობის კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.


„საქართველოს საპენსიო ფონდის ნომინალურმა წლიურმა ამონაგებმა 11.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა 7.6% შეადგინა. 2025 წელს საპენსიო ფონდის მიერ ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წლის განმავლობაში განხორციელებული ადგილობრივი ემისიების დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა. გაგრძელდა აქტიური მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონებში და გაღრმავდა თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მაღალი შედეგები იყო საერთაშორისო აქციების პორტფელში, რომელმაც 20%-ზე მეტი ამონაგები გამოიმუშავა“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.


მისი თქმით, 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის შედეგად, საპენსიო შენატანების დეკლარირების, ადმინისტრირების და გადახდის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა და განხორციელდა საპენსიო დეკლარაციების ინტეგრირება საშემოსავლო დეკლარაციასთან.


მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდი ასევე მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგისა და აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით. მისი თქმით, დაინერგა საპენსიო შენატანების ვალდებულების ავტომატური მონიტორინგისა და სანქცირების მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სისტემის ეფექტიანობა, მონაწილეთა ინტერესების დაცვა და დამსაქმებელთა დისციპლინა.


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.


„უმნიშვნელოვანესია, რომ 2025 წლის განმავლობაში სისტემაში 125 ათასზე მეტი ახალი მონაწილე გაწევრიანდა. მისასალმებელია, რომ საპენსიო ფონდის მიმართ ჩვენი მოსახლეობის ნდობა იზრდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R