საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 22 ივნისი 2026
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების “N1 ცვლილება“ განიხილეს, რომელიც ჩარჩო შეთანხმების ვადის 9 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.


ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო.


როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ განმარტა, 2023 წელს პირველ ტრანშად 50 მილიონი ევრო გააქტიურდა, ხოლო დარჩენილი 50 მილიონი ევროს ათვისების ვადა 2025 წლის 15 ნოემბერს ამოიწურა, რის გამოც ხელშეკრულებაში ცვლილება შედის და ვადა 2026 წლის 15 აგვისტომდე ხანგრძლივდება.


კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა.


ოქმს ხელი 2026 წლის 22 აპრილს მოეწერა და იგი 2017 წლის 13 მაისის შეთანხმების განახლებას წარმოადგენს. მისი მიზანი შეთანხმებაში არსებული გარკვეული ზოგადი დებულებების კონკრეტიზაცია და ახალი მიმართულებების დამატებაა.


მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა და ქართველ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე ჰქონოდათ წვდომა.


„წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი არსებული შეთანხმების თანამედროვე ეკონომიკურ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა, თანამშრომლობის არსებული მიმართულებების უფრო მეტად დაკონკრეტება და ახალი სფეროების დამატებაა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას“, - განაცხადა გენადი არველაძემ.


კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული დოკუმენტების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R