საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2022
მაია ბითაძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა.


საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.


მაია ბითაძემ მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად სრულად დერეგულირებულ სფეროში ქართული ოცნების გუნდმა 2012 წლიდან განახორციელა გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და მმართველობის მყარი საფუძვლების ჩამოყალიბების მიზნით.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ზემოაღნიშნული ფუნდამენტური საკანონმდებლო და მმართველობითი რეფორმების განხორციელებისთვის. მან დამსწრეთ გააცნო კომიტეტის გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც მათ შორის მოიცავს კლიმატმედეგი ურბანული გარემოს განვითარებას, ცირკულარული ეკონომიკის მხარდაჭერას და ამისთვის საჭირო წამახალისებელი მექანიზმების დანერგვას, ევროკავშირის მწვანე შეთანხმებასთან საქართველოს ადაპტაციისთვის შესაბამისი გეგმის შემუშავებას და კლიმატის სფეროში ამბიციური ცვლილებების განხორციელებას.


კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს სრული მხარდაჭერისთვის და ამასთან, ხაზი გაუსვა ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროებას სამომავლოდ დაგეგმილი ამბიციური რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციისთვის.


მაია ბითაძემ ევროპარლამენტარებთან ასევე, ისაუბრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმის ძირითადი ასპექტების, რეფორმის საჭიროებისა და იმ სისტემური გაუმჯობესებების შესახებ, რომელსაც ახალი ინსტიტუციური მოწყობა ითვალისწინებს და რომელიც უზრუნველყოფს ძლიერი, ეფექტიანი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას.


საქართველოს მხრიდან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა - მაკა ბოჭორიშვილმა, ლევან ქარუმიძემ, მაია ბითაძემ, დავით სონღულაშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ეკა სეფაშვილმა, ლევან იოსელიანმა და დავით ზილფიმიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R