საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს

საპარლამენტო უმრავლესობა 11 აპრილი 2024
მამუკა მდინარაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს

​საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს.


როგორც მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუდენტების მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, ახალგაზრდები დეტალურად იცნობენ, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ასევე, უცხო ქვეყნების პრაქტიკასაც და მათ მიერ შეთავაზებული ორი წინადადება კანონპროექტში იქნება გაზიარებული.


„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა საკითხი, რომელსაც არ შევეხეთ კანონპროექტთან, მის პრინციპებთან და საჭიროებასთან, ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ბევრი კითხვა დაისვა. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ძალიან საინტერესო წინადადებები დააყენა, რაც გავიზიარე და უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ მოუფიქრებია ჩვენს არც ერთ ოპონენტს. პირველი საკითხი ეხება კანონპროექტის მე-8 პუნქტში სიტყვას „მინიშნება, რომელიც შეიცვლება სიტყვით „ინფორმაციით“, რომ ვინმემ სპეკულაცია ვერ მოახერხოს. მეორე წინადადება შეეხებოდა დაფინანსებას, კერძოდ, ახალგაზრდული მიმართულებით შიდა დაფინანსებების, შიდა გრანტების გაზრდას. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მსგავს საკითხზე საუბარი ჩემთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და ძალიან პოზიტიური ამბავია, რომ ახალგაზრდების აზრი ჩვენს საუბარს დაემთხვა. ეს შემოთავაზებაც უალტერნატივოა და ამასაც გავიზიარებთ. ჩვენ ყველა საკითხზე დეტალურად ვისაუბრეთ. ერთი-ორი კრიტიკული შენიშვნაც იყო, მაგრამ ამაზეც ამომწურავი პასუხები გავეცით. ძალიან კარგი დისკუსია და აქტიურობაა მათი მხრიდან და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ სტუდენტებს, მათი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს, ყველა კითხვაზე აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები აქვთ გაცემული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R