საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ჯაშმა და ისკო დასენმა ქურთ-ეზიდ მხატვარტა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 16 ოქტომბერი 2017
მარიამ ჯაშმა და ისკო დასენმა ქურთ-ეზიდ მხატვარტა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და პარლამენტის წევრი ისკო დასენი საქართველოს ქურთ-ეზიდ მხატვართა ნამუშევრების გამოფენის გახსნასა და მათი შემოქმედების ამსახველი კატალოგის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ორგანიზატორმა - „ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის“ თავმჯდომარემ, ლილი საფაროვამ მადლობა გადაუხადა მარიამ ჯაშს და ისკო დასენს გაწეული თანადგომისთვის და მათ საპატიო სიგელები გადასცა საქართველოს ქურთ-ეზიდთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ქურთ-ეზიდთა თემის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ყოველთვის გრძნობენ მარიამ ჯაშის ყურადღებას და მზრუნველობას: „საქართველოში მცხოვრები ქურთ-ეზიდთა თემის ხელოვანი ადამიანების შემოქმედება ნაკლებადაა ცნობილი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მთელი საზოგადოებისთვის, არამედ თვითონ ქურთ-ეზიდთა თემისთვისაც. არადა, მრავალეროვნული და მრავალკულტურული საქართველოს ხელოვნების საგანძურს უდაოდ ამშვენებს ქურთ-ეზიდთა თემის ხელოვნებაც. სწორედ ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქალბატონი მარიამ ჯაშის დიდ თანადგომას. მან არაერთხელ გაგვაოცა ჩვენი თემის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ცოდნით, რითიც ბევრი ჩვენგანიც კი ვერ მოიწონებს თავს“.

მარიამ ჯაშის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები ქურთ–ეზიდი მხატვრებისა და ტრადიციული ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების ერთიან სივრცეში ხილვა წარუშლელ შთბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. „განსაკუთრებით საინტერესოა ნორჩი მხატვრების შემოქმედების გაცნობა. დღეს კიდევ ერთხელ წარმოჩნდა საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება და ტოლერანტულობა“. - განაცხადა ქალბატონმა მარიამ ჯაშმა.

გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეზიდთა კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრსი „მოლო ეზდიას“ დაფინასებითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობით მოეწყო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს
22 ივნისი 2026

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ
16 ივნისი 2026

ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R