საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

მედია და საზოგადოება 17 Mar 2026
მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო.


„პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება. მნიშვნელოვანია, ცოდნის მიღებასთან ერთად ახალგაზრდებმა მისი რეალიზება მოახდინონ. განათლების რეფორმა, რომელზეც პარლამენტი ახლა მუშაობს, სწორედ იმ მიმართულებით მიდის, რომ განათლება და სამუშაო ადგილი ერთმანეთის გვერდით დადგეს და არა ერთმანეთის პირისპირ. ახალგაზრდამ, რომელიც დღეს სწავლობს, უნდა იცოდეს, რომ ხვალ მას ადგილი ელოდება. საქართელოს ხელისუფლება ამას მსგავსი ტიპის ინიციატივებითა და პროგრამებით უზრუნველყოფს, რასაც პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ არა დაპირებით არამედ, უკვე შედეგით ამტკიცებს. ქალაქი და სახელმწიფო ერთი მიზნისკენ მიდიან - მივცეთ ახალგაზრდებს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ შესაძლებლობა და სანამ ეს ორი ძალა ერთად მუშაობს - შედეგი გარდაუვალია“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა სიტყვით გამოსვლისას.


მისი თქმით, სწორედ, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე დასაქმდა 11 250 ადამიანი.


„11 250 ადამიანი ეს არ არის სტატისტიკა, ეს 11 250 ოჯახია, 11 250 ისტორიაა, 11 250-ჯერ შეცვლილი ცხოვრებაა და ეს ხდება თბილისში, ჩვენს ქალაქში. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - პროგრამა 50-ზე მეტ სპეციალობას მოიცავს: IT-დან დიზაინამდე, მშენებლობიდან ჯანდაცვამდე. ეს არ არის ერთი ზომის გადაწყვეტა - ეს არის პასუხი იმ მრავალფეროვნებაზე, რაც ჩვენს ქალაქშია“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.


როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კი, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, კერძო სექტორიც დაემატა.


დღეს მუნიციპალიტეტის მერიასა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის მემორანდუმის გაფორმდა, რომელიც საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R