საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხმა და შოთა ბერეკაშვილმა პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაში  მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 31 ოქტომბერი 2025
მარიამ ლაშხმა და შოთა ბერეკაშვილმა პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაში  მიიღეს მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაში  მიიღეს მონაწილეობა.

 
შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო.
 

ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა შრომის ბაზრის ანალიზი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნოს, ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეფიციტურ პროფესიებზე.

 
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის თქმით, ადამიანური კაპიტალი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და განათლების სისტემამ რეალურ საჭიროებებს უნდა უპასუხოს.

 
„როდესაც დეფიციტურ პროფესიებზე და უნარებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბიზნეს სექტორის საჭიროებები და გამოწვევები. უმაღლესი განათლების რეფორმა უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ დიპლომების მინიჭებაზე, არამედ რეალური კარიერული შესაძლებლობების შექმნაზე, ეკონომიკის ზრდასა და ქვეყნის გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე. სწორედ ამიტომ, კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა არ წარმოადგენს დამატებით კომპონენტს, ეს არის რეფორმის წარმატების აუცილებელი პირობა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R