საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 04 მარტი 2026
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი სარგებლისკენ მიმართული თანამშრომლობის საკითხები.
 
„შეხვედრაზე დავადასტურე, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება. გამოვყავით რამდენიმე მიმართულება, რომელიც გააძლიერებს ახალ თანამშრომლობას“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
 
განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და მათ გავლენაზე საქართველოს უსაფრთხოებაზე.
 
შეხვედრაზე ასევე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების საკითხი.
 
„სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ „შუა დერეფნის“ განვითარებაზე მათ შორის „ტრამპის მარშრუტზე“. აღვნიშნე, რომ ქართული მხარე მიესალმება „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა „შუა დერეფნის“ და საქართველოს მარშრუტისთვის არამედ პირიქით, ეს არის შუა დერეფნის შემავსებელი ფაქტორი.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და ამერიკული კომპანიების მონაწილეობაზე მსხვილ ეკონომიკურ პროექტებში.
 
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრებს მართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R