საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პაატა კვიჟინაძე: „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პოლიტიკური გახდა

მედია და საზოგადოება 20 May 2024
პაატა კვიჟინაძე: „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პოლიტიკური გახდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ეს არ იყო მოტივირებული შენიშვნები. მისი თქმით, მთლიანად ამოღებული იყო დამტკიცებული ცვლილება და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო და ამ ნაწილთან დაკავშირებით კითხვა კომიტეტის სხდომაზეც, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ უპასუხოდ დარჩა.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი პოლიტიკური გახდა, რადგან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება დროში დაემთხვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.


„ამას ადასტურებს ისიც, რომ კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვებისას, ასევე პლენარულ სხდომაზე პირველ მოსმენაზე, ოპოზიციის მხრიდან კითხვები არ დასმულა. მხოლოდ სესიაზე მეორე მოსმენისას, სავარაუდოდ, მიიღეს მითითება, რომ ე.წ. ოფშორების კანონი კარგი იქნება თემის ასაწევად და გამჭვირვალობის კანონთან დასაკავშირებლად“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოფშორული ზონების უმეტესობა შექმნილია დასავლეთის იურისდიქციის ქვეშ, კონტროლდება მათ მიერ, შესაბამისად, გამორიცხულია დასავლეთიდან შემოვიდეს დასანქცირებული რუსული ან შავი ფული, რასაც ოპოზიცია ამბობს.


კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამასთან ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე საქართველოში ფლობენ კომპანიებს. კანონის მიღების შემდეგ რეგისტრირებულ ბიზნესზე შეღავათები არ გავრცელდება.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში 3200- მდე კომპანიაა, მათ შორის საკმაოდ ცნობილი, რომლებიც წილებს ოფშორებში ფლობენ. თუ მოხდება ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანა, ქვეყანაში გაიზრდება ინვესტიციები და ასეთი კომპანიების საქმიანობა გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R