საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები განიხილა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 16 Apr 2025
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თამაზ მოლაშვილი გამოჰკითხა.

 

თამაზ მოლაშვილმა მისი შვილის, სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

 

მისი განცხადებით, სულხან მოლაშვილმა, როგორც კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს, სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შედეგად საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით მრავალი დარღვევა აღმოაჩინა.

 

როგორც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირადი შურისძიების მიზნით, სულხან მოლაშვილი დააპატიმრებინა.

 

თამაზ მოლაშვილის განცხადებით, საპატიმროს საკანში სულხანს აწამებდნენ, არ იყო სკამი, სინათლე, იყო უჰაერობა, ცუდი კვება და C ჰეპატიტის აღმოჩენიდან მხოლოდ 11 თვის შემდეგ დაუწყეს მკურნალობა.

 

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ, სულხანის ძმას შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას დაჰპირდნენ, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი, იგი დააკავეს და გათავისუფლების სანაცვლოდ კვლავ სტრასბურგის სასამართლოდან საჩივრის გამოტანა მოითხოვეს.

 

თამაზ მოლაშვილის განცხადებით, თბილისის პროკურორის, ვალერი გრიგალაშვილის მოთხოვნით, ოჯახმა, იმ პირობით, რომ სულხანს ციხიდან გაათავისუფლებდნენ, წყნეთში აგარაკი შეიძინა. მისი თქმით, ეს პირობა არ შესრულდა და აგარაკი, შეძენიდან ორი დღის შემდეგ, „გაკულაკების“ სცენის დადგმით, სახელმწიფოსთვის დაათმობინეს.

 

როგორც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, მისი შვილი, სულხან მოლაშვილი „ნელი სიკვდილით მოკლეს“.

 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული საქმე, რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნაში აისახება.

 

„სულხან მოლაშვილის საქმე იქნება ის ერთ-ერთი საქმე, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს და სხვებს პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R