საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა

თავმჯდომარე 18 Apr 2026
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
საქართველოს პარლამენტმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომას უმასპინძლა.
 
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
 
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მართლმადიდებლობის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასამბლეის ვიზიტი საქართველოში იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
 
„საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის - ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან დღემდე, ქართული მართლმადიდებლური ტრადიცია გადამწყვეტ როლს ასრულებდა ჩვენი ენის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უმძიმესი ისტორიული განსაცდელების გავლა უხდებოდა. ის იყო ჩვენი ერთიანობის, გამძლეობისა და ზნეობრივი სიმტკიცის წყარო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 
 
პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის საქმიანობაზე და თანამედროვე სამყაროში ქრისტიანული ღირებულებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 
 
„დღევანდელ სამყაროში, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ცვლილებები, გაურკვევლობები და დაყოფა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები ჩვენთვის მყარ ზნეობრივ ორიენტირად გვევლინება. ისინი გვახსენებენ ადამიანის ღირსების შეუვალობას, სოლიდარობის აუცილებლობას და რწმენის, თანაგრძნობისა და სამართლიანობის ძალას. ასამბლეა დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმაა. იგი გვაძლევს შესაძლებლობას გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ერთად ვუპასუხოთ საერთო გამოწვევებს და დავამკვიდროთ ისეთი მსოფლიო ხედვა, სადაც რწმენა და გონება, ტრადიცია და თანამედროვეობა, ერთმანეთს ავსებს და არა ეწინააღმდეგებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
 
მისასალმებელ სიტყვაში სხვადასხვა კონფესიის მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ისაუბრა ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
 
„ჩვენი ქვეყნის ისტორია საუკუნეების მანძილზე ცნობილია რელიგიათაშორისი ტოლერანტობით.  საქართველოში დღესაც, ძველ თბილისში, მეგობრულად ცხოვრობენ და ერთმანეთის გვერდით ლოცულობენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაული თემის წარმომადგენლები, ასევე სომხური გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეები. ეს მემკვიდრეობა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სულიერი კულტურა ყოველთვის ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას, დიალოგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სწორედ ამ გამოცდილებით ვამაყობთ და მზად ვართ, რომ იგი გავუზიაროთ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა თბილისში კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთგაგებას, მეგობრობას და თანამშრომლობას. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება თქვენი პარტნიორი იმ ინიციატივებში, რომლებიც ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
 
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი.
 
ასამბლეის სხდომაზე ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. საუბარი შეეხო განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.   მონაწილეებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 33-ე გენერალური ასამბლეის ორგანიზების საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც 2026 წლის 17–21 ივნისს ჰელსინკიში გაიმართება.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლებმა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R