საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რატი იონათამიშვილი და თორნიკე ფაღავა საპარლამენტთაშორისო კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 28 Jan 2026
რატი იონათამიშვილი და თორნიკე ფაღავა საპარლამენტთაშორისო კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და კომიტეტის წევრი  თორნიკე ფაღავა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესსა და პარლამენტის როლზე იმსჯელეს ეროვნული ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის ეტაპზე. განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმო უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შემდგომ პროცესებში, შესაბამისი რეკომენდაციების განხილვას და მათი შესრულების ზედამხედველობას.


როგორც აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ხუთ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, პარლამენტში რეგულარულად არის შესაძლებელი, არსებული საზედამხედველო მექანიზმების გამოყენებით, რეკომენდაციების შესრულების მოსმენა და შეფასება. 

საპარლამენტთაშორისო კავშირის წარმომადგენლებმა ახალი სახელმძღვანელოს თაობაზე ისაუბრეს, რომელიც პარლამენტებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებაში ეხმარება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საპარლამენტთაშორისო კავშირის მზარდი ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართ. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.


გამოითქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.


ამ მიმართულებით, საპარლამენტთაშორისო კავშირისთვის საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებით საინტერესოა.


​მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებასა და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R