საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რატი იონათამიშვილმა და ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიაში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 12 თებერვალი 2026
რატი იონათამიშვილმა და ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა, 11–12 თებერვალს, ჟენევაში, გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

 

სესიის განმავლობაში პარლამენტის წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს გააცნეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებებისადმი მტკიცე ერთგულებას, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციურ გარანტიებს.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელობას.

 

პარლამენტის წევრების განცხადებით, საქართველოსთვის ბავშვთა უფლებები პრიორიტეტია, ხოლო დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეროვნული კანონი იცავს ყველა ადამიანის უფლებას და თანასწორობას.

 

მიღებული პროგრესი მოიცავს კარგი მმართველობის, საკუთრების უფლების დაცვის, ეკონომიკური სტაბილურობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, მედია პლურალიზმის, ქალთა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინკლუზიური პოლიტიკური წარმომადგენლობის მიმართულებებს, რაც ასახულია წამყვან საერთაშორისო ინდექსებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში.

 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში გამართული ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო მექანიზმებთან აქტიური თანამშრომლობა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R