საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუა აირჩიეს

მედია და საზოგადოება 08 Sep 2021
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუა აირჩიეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს.


აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ზარქუას კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა წარუდგინა კოლეგებს.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარდგენილი კანდიდატი ახლახან შეუერთდა კომიტეტს, თუმცა, ის აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდა რეგიონების განვითარების მიმართულებით. სოზარ სუბარმა ისაუბრა მისი განვლილი საქმიანობის შესახებ და ასევე აღნიშნა, რომ ის ახლახან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა.


კომიტეტმა მოუსმინა ირაკლი ზარქუას, რომელმაც განაცხადა, რომ „თვითმმართველობების გაძლიერება ადგილზე არის ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი დეტალი. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად მეც მექნება პატივი, უფრო მეტი ზედამხედველობა განვახორციელოთ რეგიონების განვითარებისთვის მიმდინარე პროექტებზე, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობები“.


კომიტეტმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუას არჩევას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R