საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში  საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 24 Mar 2023
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში  საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ 2022 წლის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტის ორი შეხვედრა როტაციით, ბრიუსელსა და საქართველოში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის გარდა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრებისას განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

„ჩვენი პრიორიტეტია ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენოთ  ევროკავშირთან სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობაზე სასაუბროდ. სწორედ ამიტომ ბრიუსელში გამართული სხდომისას, საქართველოს დელეგაციის შეთავაზებით, ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის კუთხით არსებული სიტუაცია, გარემოს დაცვისა და ევროპის „მწვანე შეთანხმებასთან“ დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი ინფორმაციით, სექტემბერში გამართულ სხდომაზე, კომიტეტმა ევროკავშირთან დაკავშირებადობის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის სფეროებში საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობასა და  დასაქმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, ასევე, ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის განვითარებაზე ისაუბრეს.

„სექტემბრის შეხვედრა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შემდგომ პერიოდში გაიმართა. საქართველოს ამ დროს უკვე მიღებული ჰქონდა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტში დაწყებული იყო ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შესაბამისად, ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ პროცესზე და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების მოსაზრებები  მოგვესმინა, რაც აისახა კიდეც საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის, მარინა კალიურანდის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც დადებითად შეფასებულია საქართველოში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მხრივ, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.             

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R