საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო

მედია და საზოგადოება 01 Mar 2024
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023-2024 წლების ანგარიშები მოისმინეს.


ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, 2023 წელი საქართველოს პარლამენტსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.


„გასულ წელს, ასამბლეის ყოველწლიურ, რიგით 48-ე სესიას საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში, პირველად ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიება გაიმართა ასამბლეის იმ წევრ ქვეყანაში, სადაც ფრანგული ენა არ არის ოფიციალური და სამუშაო ენა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


სესიის ფარგლებში ბიუროს, კომიტეტებისა და ქსელების შეხვედრები გაიმართა. მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის რიგით 35-ე სესიაში.


კომიტეტის წევრებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარუდგინა.


მისი ინფორმაციით, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო როგორც გენერალური ასამბლეის 61-ე და 62-ე სხდომებში, ასევე კომიტეტების სხდომებში.


მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა PABSEC-ის ეგიდით, მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში.


როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, რომელმაც ორმხრივი შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან.


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში კოლეგებს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2023 წელს ჩატარებულ ყველა საპარლამენტო სესიაში. ხოლო, ვანკუვერში გამართული სესიის ფარგლებში, ვანკუვერის დეკლარაციის ტექსტში ქართული დელეგაციის მიერ აისახა ცვლილებები, რომლებიც შეეხებოდა ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას.

ანგარიშის წარდგენისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამდებობის პირთა მიერ საქართველოში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებზე, რომლის ფარგლებში ასამბლეის წარმომადგენლები გაეცნენ საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას და შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან.

მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ ასამბლეის ეგიდით განხორციელებულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R