საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სლოვენიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

მედია და საზოგადოება 13 ოქტომბერი 2025
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სლოვენიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

11-13 ოქტომბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 71-ე წლიური სესია ჩატარდა, რომელშიც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხისა და ლევან მახაშვილის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.

სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და რეზოლუციების განხილვის პროცესში შესწორებები წარადგინეს, რომლებიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ოკუპირებულ რეგიონებს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხებოდა.

დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს და შესწორებები შეიტანეს ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც რუსეთის მიმართ ნატო-ს სამომავლო სტრატეგიას ეხება.

პარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მტკიცე ერთგულება ალიანსის საერთო ღირებულებებისადმი და დღის წესრიგისადმი ასამბლეის ხელმძღვანელობასთან დისკუსიებისას.

ნატო-ს ასამბლეის პლენარულ სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში გადაინაცვლა - პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისათვის. ამ კატეგორიაში აგრეთვე მოხვდნენ ევროპარლამენტი, უკრაინის რადა, ბოსნიის პარლამენტი, ავსტრიის პარლამენტი და ასე შემდეგ.

აღნიშნული ინსტიტუციური ცვლილებები ხელს შეუწყობს ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებს შორის საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებას და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან პარტნიორობის განმტკიცებას.

სესიის ბოლოს ასამბლეას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მიმართა. მან ნატო-ს პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R