საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 23 სექტემბერი 2025
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

22-23 სექტემბერს, სომხეთში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ”-ის რიგით 108-ე სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.


სემინარის მთავარ თემას წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და ამ ფონზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიული, უსაფრთხოების, პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას და მის გავლენას რეგიონზე.


სომხეთის მთავრობის წევრები და ღონისძიებაში მონაწილე ექსპერტული წრეები მიესალმნენ სომხეთის დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.


დისკუსიების დროს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და მათი დადებითი გავლენა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე.


აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კონსტრუქციულ როლზე ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობის მშენებლობაში.


​საქართველოს დელეგაციის წევრებმა მარიამ ლაშხმა და ლევან მახაშვილმა ასევე მიმოიხილეს რეგიონულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R