საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა

მედია და საზოგადოება 08 ივნისი 2026
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.

 

მისი თქმით, წინა საბიუჯეტო წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ზე დაიგეგმა, თუმცა 2025 წელი საქართველომ 7.5%-იანი ზრდით დაასრულა.

 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კერძო სექტორმა შეიტანა, რაზეც მეტყველებს ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. 2025 წელს 27 300-ით მეტი დასაქმებული იყო, ვიდრე 2024 წელს.

 

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საგარეო სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა. მან საგარეო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავლებზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

 

გიორგი კაკაურიძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ფისკალური პარამეტრები, ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების შემოსავლების და ხარჯვითი ნაწილის მონაცემები გააცნო.

 

მან სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები წარადგინა და აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბიუჯეტი 100.3%-ით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 101%-ით, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა 100%-ით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კი - 96.6%-ით აითვისა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და გასული წლის ფინანსური დოკუმენტის რამდენიმე მიმართულებაზე ისაუბრა.

 

„რეალური ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ევროპის ზონაში ლიდერი ქვეყანაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2.5%-ზე იყო დაგეგმილი, მხოლოდ 1.5%-ია. ეს მაჩვენებელი ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალი შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 35.4%-ია. საქართველოს ჯანსაღი და სწორი ფისკალური პოლიტიკა აქვს და აუცილებლობის შემთხვევაში, ადვილად შეუძლია დამატებითი საფინანსო რესურსების მოზიდვა. როდესაც მსოფლიოში ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად მაღალია, 3.9%-იანი ინფლაცია ახლოს არის ეროვნული ბანკის გეგმურ ინფლაციასთან. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ეკონომიკურ განვითარებას აგრძელებს და 2026 წლის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელზე დასრულებაა მოსალოდნელი. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, იზრდება ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები და აღნიშნული განვითარების პირობებში, ჩვენ მალე მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის ვიქნებით“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R