საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობით დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა

მედია და საზოგადოება 21 დეკემბერი 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობით დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა

20-21 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ვირტუალურ ფორმატში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა.

საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გიორგი ხელაშვილმა ასამბლეის მსვლელობის განმავლობაში, კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ და ისაუბრა COVID-19-ის პანდემიით გამწვავებული ეკონომიკური სირთულეების გარშემო, ასევე, ხაზი გაუსვა ხელისუფლების ეფექტურ საქმიანობას ამ მიმართულებით. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლებში ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის და რეგიონისთვის მისი მაღალი მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ხაზი გაუსვა სუამ-ის ქვეყნების ნაყოფიერ თანამშრომლობას ბალტიის ქვეყნებთან.

საპარალენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, დავით მათიკაშვილმა. მან საკუთარ გამოსვლაში პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ასამბლეის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ყირიმის პლატფორმის სამომავლო პერსპექტივა და მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტები სუამ-ის წევრი ქვეყნების ტეროტორიებზე.

სესიის ბოლოს მხარეებმა მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი, კომუნიკე, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

ასამბლეის მუშაობაში, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სუამის გენერალურმა მდივანმა, ალტაი ეფენდიევმა და ბალტიის ასამბლეის დელეგაციამ, ვიცე-პრეზიდენტ იანის ვუცანსის ხელმძღვანელობით.


სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა 2022 წელს მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტი უხელმძღვანელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R