საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

მედია და საზოგადოება 01 Jun 2026
საპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში ოტავასა და ტორონტოში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები კანადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან ფრენსის სკარპალეჯასთან.


ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვედრას გამართავს კანადის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვევა.


შეხვედრები ასევე გაიმართება სენატისა და თემთა პალატის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო განვითარებისა და ვაჭრობის, ადამიანური რესურსებისა და სოციალური განვითარების კომიტეტებში. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მთავარ მიზანს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა წარმოადგენს.


ვიზიტის დასასრულს, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას გამართავს კანადაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.


დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R