საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობა 19 Jul 2024
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გივი მიქანაძე და არჩილ გორდულაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.


მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.


​როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ავსტრია ჩვენი ქვეყნის მეგობარია, ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს წინსვლას და დღევანდელმა შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.


„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეხება და ავსტრია ღიად აცხადებს, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ პროგრესს ამ მიმართულებით. სტუმრებს ასევე ვესაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, როგორც იმ პროცესებზე, რაც ამ კანონის მიღებას წინ უძღოდა, ასევე, აღვნიშნეთ, თუ რამდენად ლიბერალურია ქართული კანონი მოქმედ ანალოგებთან შედარებით, რაც საშუალებას მოგვცემს ეს სექტორი უფრო გამჭვირვალე გახდეს. შეხვედრაზე შევჯერდით, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება და გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ნებისმიერ საკითხზე, წარვუდგინოთ დეტალური, ამომწურავი და რაც მთავარია, არგუმენტირებული პოზიცია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R