საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობა 10 აპრილი 2024
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (EU PSC) ელჩებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩების დონეზე ეს ვიზიტი შედგა და დღეს ისინი საქართველოში იმყოფებიან. პირველ რიგში, ევროკავშირის წევრების მხრიდან ეს არის საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება. დელეგაციის ყველა წევრის მიერ დასტურდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაეხმარონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის მიღწევებს, ქართველი ხალხის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებას ეფუძნება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებებით პროგრესის გაგრძელება, რაც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგშია.


​საპარლამენტო უმრავლესობის და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩების შეხვედრას ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R