საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

მედია და საზოგადოება 20 აპრილი 2026
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა განაცხადა, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის შესწავლის შედეგად, კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის  89 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა დაადგინა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას საშუალებას იძლევა.

აკაკი ალადაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელი ეხება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აკაკი ალადაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში - 2026 წლის 1 იანვრიდან  31 მარტის ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ.


აგრეთვე, არცერთ ფრაქციას  მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე, სავალდებულო წესით, თანამდებობის პირის დასწრება.

მისი თქმით, შესწავლილ პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს  პარლამენტის კომიტეტისთვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი ცნობად მიიღო.

როგორც აკაკი ალადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები პარლამენტის ბიუროს წარედგინება.


 აგრეთვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R