საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა

მედია და საზოგადოება 24 მარტი 2026
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგზავნილ, პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ პარლამენტის 15 წევრის კითხვა გაიგზავნა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 12 წერილობით კითხვაზე (80%).


3 წერილობით კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, რაც პარლამენტის წევრის გაგზავნილი კითხვების საერთო რაოდენობის 20%-ს წარმოადგენს.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემის ვადების გაგრძელების შესაძლებლობა არც ერთ შემთხვევაში გამოყენებულა.

მისივე თქმით, პასუხგაცემელი 12-დან 6 შემთხვევაში კითხვაზე პასუხს ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერდა. 

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტი  პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას უზრუნველყოფს და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას განაგრძობს. ასევე, პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
​

პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R