საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა კერესელიძე: ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით მმართველი პარტიის სულისკვეთებას ვიზიარებ

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2024
შალვა კერესელიძე: ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით მმართველი პარტიის სულისკვეთებას ვიზიარებ
„ვიზიარებ მმართველი პარტიის სულისკვეთებას ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით. თუმცა ჩვენი გუნდი - გიორგი გახარიას გუნდი მეტ მხარდაჭერას მოვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან ქართული ოჯახების განმტკიცებისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ზუგდიდში.
 
შალვა კერესელიძის თქმით, ისტორიულად, ოჯახი და ოჯახის ინსტიტუცია იყო ის მძლავრი ხერხემალი, რომელიც სახელმწიფოს აძლიერებდა.
 
„ქართველი კაცისთვის ოჯახური ღირებულებები და ფასეულობები განსაკუთრებული და გამორჩეულია. ეს საბოლოო ჯამში, ინდივიდებამდე დადის და თითოეულ ოჯახს თავისი ღირებულებები და ფასეულობები გააჩნია. არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში სხვადასხვა ფორმით შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ოჯახების დაცვას და გაძლიერებას. საქართველო ყოველ წელს ბუნებრივი მატების გარეშე ხვდება, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა გადააჭარბა შობადობის მაჩვენებელს. შემცირებულია ქორწინებები, გაზრდილია მიგრაცია - ქვეყნიდან გადიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის აღმშენებლობაში. ქართული გენოფონდი დაბერების პროცესშია, 200-ზე მეტი სოფელია საქართველოში, სადაც ადამიანი აღარ ცხოვრობს და ერთი ამდენია, სადაც თითო-ოროლა კაცი ცხოვრობს. მე წარმოვადგენ იმ რეგიონს, სადაც ეს პროცესები უმძიმესად მიმდინარეობს. მოდით, ამ პრობლემების მოგვარებაზე ვიმსჯელოთ. საქართველოს კონსტიტუციაში არის შესანიშნავი ჩანაწერი, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ქვეყნის დემოგრაფიულ ხელშეწყობას“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R