საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

თავმჯდომარე 18 Apr 2026
შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს: ასამბლეის პრეზიდენტ იოან ვულპესკუსა და გენერალურ მდივან მაქსიმოს ხარაკოპულოსს შეხვდა.
 
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომის მასპინძლობა.
 
შალვა პაპუაშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვისთვის. 
 
მაქსიმოს ხარაკოპულოსმა განაცხადა, რომ 18 წლის წინ ჰქონდა ილია მეორესთან  შეხვედრის შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა მის, როგორც ქართველი ხალხის გამაერთიანებლის, როლს. მან განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, რასაც ისტორიული ფაქტები ადასტურებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც მართლმადიდებლობის ძლიერი ტრადიციების მქონე ქვეყნის, ევროკავშირში ინტეგრაცია.
 
შალვა პაპუაშვილის თქმით, დღესდღეობით ხშირად არის საუბარი ევროპულ ღირებულებებზე და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ნამდვილი ევროპული ღირებულებების ქრისტიანული ფესვების ხაზგასმა. 
 
ასევე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო საქმიანობაში ქრისტიანული ღირებულებების სათანადო ასახვის მნიშვნელობაზე.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2026 წელს საქართველო გაქრისტიანების 1700 წლისთავს აღნიშნავს. შალვა პაპუაშვილმა დელეგაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
 
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ერთგული წევრია და მზად არის შემდგომი თანამშრომლობისთვის.
 
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დელეგაციის წევრმა ზაზა ლომინაძემ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R