საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 24 Dec 2024
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა ხაბარელმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულ კიმ ტონგ ოპთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კორეელი დიპლომატის საქართველოში საქმიანობის პერიოდი მიმოიხილეს და ყურადღება იმ პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილეს, რომელიც ორი ქვეყნის ჩართულობით, ერთობლივად განხორციელდა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, საინვესტიციო პროექტებს, კულტურის სფეროში თანამშრომლობას და მხარდაჭერას ტურიზმის მიმართულებით.

შოთა ხაბარელის განცხადებით, საქართველოსა და კორეის პარლამენტებს შორის აქტიური თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდა, რასაც არაერთი ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტიც მოწმობს. მისივე თქმით, კორეის რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა კორეელ დიპლომატს საქართველოში მისიის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R