საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2026
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც სააგენტოს 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

 

ანგარიში სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა წარადგინა. მან კომიტეტის წევრებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

მომხსენებელმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

 

როგორც მან აღნიშნა, 2026 წელს სააგენტომ გააქტიურა არარეგისტრირებული საწარმოების კონტროლი. ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა 105 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს, მათ შორის რძის გადამამუშავებელი საწარმოები, საქონლის და ფრინველის სასაკლაოები, კვების ობიექტები, პესტიციდების და აგროქიმიკატების მაღაზიები.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სააგენტოს მომსახურების გაციფროვნების პროცესი.

 

კომიტეტის გასვლით სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა.

 

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R